გენიალური ბესიკ ხარანაული

უსაზღვროდ ნიჭიერი და ყველასგან გამორჩეული ბესიკ ხარანაული საკუთარ დაბადებას ულამაზეს ლექსს უძღვნის:

“მე დავიბადე, გამოველ მზეზე,
მაგრამ მზის ნაცვლად ხმელი ფოთოლი
ბზინავდა მაღლა,
და მზედ იმიტომ მოჩანდა მხოლოდ,
რომ ტრიალებდა შავი ცის ფონზე.

დიახ, მზე იყო ხმელი ფოთოლი,
მაგრამ არ იყო იგი ედემის;
მას ჩვენი ქუჩის მტვერი ეყარა
და ეტყობოდა ნაფეხურები.

მზე არ მათბობდა, რადგან არ იყო
ის შემოსილი ოქროსფერ მატყლით,
მზე – თავმომწონე კაცმა ატყორცნა
ფეხით კონსერვის თეთრი კოლოფი.

შეხედა კაცმა და გაუკვირდა,
რომ თავისქალა ბრუნავდა ცაზე
და საუბარი სპორტის შესახებ
შეცვალა ყოფნა-არყოფნის თემით.

ნოემბრის თვეში, როდესაც ხეზე
თავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი,
მე დავიბადე.”