9 ნოემბერი, 2022

გელა ჩარკვიანი ყველაზე მთავარზე

გელა ჩარკვიანმა ქართველებისთვის ყველაზე მთავარზე – თავისუფლებაზე პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი დაგვიტოვა:

“ქართველებმა მთავარია ვისწავლოთ ის, თუ როგორ შეიძლება იყო თავისუფალი და იმავდროულად სტაბილური (ყოველმხრივ, ეკონომიკის ჩათვლით).

ეს მხოლოდ ფრიადოსნებმა იციან, ამიტომაც მათ გაერთიანებებში ადგილის მოსაპოვებლად უნდა ვისწრაფვოდეთ.

ოროსნებისგან რაც იყო სასწავლი, დიდი ხანია ვისწავლეთ. ისინი ახალს ვერაფერს შემოგვთავაზებენ. რაღაც-რაღაცა შეგვიძლია იქით ვასწავლოთ…”