საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომლებსაც ფართო საზოგადოება არ იცნობს. ერთ-ერთი მათგანი უსინათლო მომღერალი ჟორა შავშიშვილია. ის მომღერალმა დავით არჩვაძემ სადგურის მოედანთან გადასასვლელ ხიდზე აღმოაჩინა:
“20 წელია ამ ხიდზე აღარ ამივლია…
ამ ბერიკაცის სიმღერამ გამათბო დილაადრიან და ეს ტკბილხმიანი ღიღინი სულ მირჩევნია ბევრის სოლო კონცერტებს დიდ დარბაზებში.”