დაუჯერეთ ტარიელ ჭანტურიას

პოეტ ტარიელ ჭანტურიას ნამდვილად დაეჯერება იმ თავისი გულწრფელი სიტყვების გამო, რომელსაც ერთ-ერთ ლექსში გვიზიარებს:

“კიდე კაი, ცოცხალი ხარ! –
შრომობ! ომობ! კაი კიდე!
სიღარიბე? ვალი? ქალი? –
მორჩი წუწუნს – დ ა ი კ ი დ ე!
რა წააგე, რა მოიგე,
რა გაყიდე, რა იყიდე –
საფიქრალი მეტი არ გაქვს? –
გაანებე! – დ ა ი კ ი დ ე!
რო მისტირი, ვის მისტირი:
“რა დრო იყო! ჰაი გიდი!”
დრო ასეთი, დრო ისეთი! –
დრო ერთია – დ ა ი კ ი დ ე!”