11 ოქტომბერს 19:00 საათზე ხელოვნების სასახლეში ვაჟა ხაჩიურის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
პროფესიით ენერგეტიკოსი ვაჟა ხაჩიური ძველი საკერავი მანქანის დეტალებით უნიკალურ ნამუშევრებს ქმნის. იგი სტიმპანკის მიმართულებით საქართველოში ერთადერთი მაღალი დონის ხელოვანია.
ნამუშევრები ძირითადად ძველი საკერავი მანქანის დეტალებით არის დამზადებული, ასევე გამოყენებულია თითბერი, ბრინჯაო, ორგმინა, მერქანი, ტყავი და დიოდური სანათები.
გამოფენა 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.