3 ოქტომბერი, 2022

ულამაზესი მიძღვნა ნიკო კვარაცხელიას

მომავლის ბიჭს – უნიჭიერეს ნიკო კვარაცხელიას პოეტმა პეტრე კოლხმა ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

ჩემი ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას

“მზე ამოდის, მზეს გაჰყურებ მუდამ,
ის არასდროს აგვიანებს შენთვის
და უშენოდ სუსტია და ბჟუტავს,
თურმე როგორ გელოდება ღმერთი.
თურმე როგორ Გეჩქარება მასთან,
თურმე გულში სხვა ფიქრები ჰყვავის,
ყველა დარდი ყველა სიტყვას გასცდა,
უკვდავებას გაუფორმე ზავი…
შენი გზები შენია და მორჩა,
არ გაკადრებ საყვედური წამცდეს,
მიწა ყველა გამორჩეულს ბოჭავს
ალბათ უნდა ნაადრევად გაცდე.
მიწას, დღეს რომ უღმერთობა აკრავს,
ახლა სხვაგან ელოდები სხვა მზეს
კი წახვედი, კი დაგვტოვე, მაგრამ
ვერ გაწყვიტავ გადაჯაჭვულ ხაზებს.
შენთვის ლოცვა ჩაუქრობლად ღვივის
ღვთის უბეში როგორ მშვიდად წევხარ,
შენ ხარ დილის მზის ყოველი სხივი
და პატარა უფლისწულიც შენ ხარ!..”