11 ოქტომბერი, 2022

SOS! უშველეთ ოთხთა ეკლესიას!

ტაო კლარჯეთში მდებარე უნიკალურ ოთხთა ეკლესიას გადაუდებელი დახმარება სჭირდება.

ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის ინფორმაციით, ეკლესიის ჭერის რღვევა დაიწყო:

“ოთხთა ეკლესიის ჭერის რღვევა დაწყებულია.

თუ ყურადღება დროზე არ მიექცა, ჩამოინგრევა კიდეც და არამხოლოდ ქართული, მსოფლიო კულტურა და მემკვიდრეობა დიდ განძს დაკარგავს.

ვფიქრობ, ჩვენმა მთავრობამ თურქ კოლეგებს ძეგლის გადასარჩენად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.”

FISTWERK · POSTED · DURING