შესანიშნავი ნატო გელაშვილი

უნიჭიერესი მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი არაჩვეულებრივი პოეტიცაა – დიდებულ ლექსებს წერს.

“არტ ინფო” მისი კრებულიდან ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ:

“არ მახსოვს, როგორ მოვედი დღემდე…
ვიბორიალე… ზღაპარში თითქოს..
ამ ბორიალში აღმა და დაღმა,
მხოლოდ სიყვარულს ვეძებდი…ვფიქრობ…
ისე.. უბრალო მიყვარდა კაბა…
ჭრელი ფერებით ქუჩას რომ ხვეტდა..
ძლიერ დაღლილსაც არ მითქვამს დაღლა
ასე… ღიღინით …მოვედი თქვენთან
და თუ ბოლომდე არ მეყო ძალა
ნოტებად ვტოვებ,.. სიყვარულს… თქვენთვის…
რაც გამაჩნია.. ეგ არის ალბათ,
სხვა არაფერი მაგაზე მეტი.!”