16 ოქტომბერი, 2022

შესანიშნავი ჯანსუღ ჩარკვიანი

ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზიაში მისი ერთგული მკითხველებისთვის არაერთი ლექსია გამორჩეულად საყვარელი.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ, რომელიც ქართველებს ეძღვნებათ:

“მეცხრე

“ცხრა სიგრძითა და ცხრა განით
ქართველი გახლავთ ცხრაგვარი…..
აქედან , რვა ჰგავს ერთმანეთს,
რვავე გაჭრილი ვაშლივით,
ერთნაირი აქვთ სიმთვრალეც,
სუფრაც ერთი აქვთ გაშლილი.
ერთი – დაღლილი ქართველი,
მეორე კიდევ – პრანჭია,
მესამე – თუმცა ჯანმრთელი
შემკრთალი როგორც ბაჭია.
მეოთხე არასმქონები,
მაინც ლოთი და ხმაურა.
მეხუთე ცხოვრობს გონებით,
ებრძვის აკაკის ღამურას.
მეექვსე, სიამოვნებით
მისდევს ღრუბელთა მარულას.
მეშვიდე , ჩუმად რომ არის
კაცს იმ სიჩუმით აგიჟებს,
მერვე, მეცხრე ცას მჯდომარი –
ყველაფერს ფასად დაგიჯენს.
რვაივე შერცხვეს სათემოს,
უღელი მეცხრეს აცალეთ,
გიყურებ მეცხრე ქართველო
გამოჩნდი შენ გენაცვალე!”