ჰუმანიტარული პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი გენიალურ წერილს გვთავაზობს და მას ყველა მამას უძღვნის:
“მამებო, თუ პატარა ბავშვები გყავთ, მამა რომ სახლში შემოვა, ოჯახის ცხოვრება უნდა შეიცვალოს. რაღაც მოხდა, ძალა მოვიდა სახლში.
მამა ძალიან დიდი ძალაა აღზრდაში. რომ მოხვალ სახლში, ცოლს მოეფერე, ცოლს აკოცე, დაგინახოს ბავშვმა.
ხელში აიყვანე ცოლი, კაცი არ ხარ, კაცო?! ბავშვი გაოცებული უნდა იყოს, როგორ უყვარს დედა მამას, როგორ ეალერსება.
რა მოხდა, რომ გზაზე გამოიარო და ერთი ვარდი მოუტანო კვირაში ერთხელ მაინც შენს ცოლს?!
სახლიდან გასვლის წინ შვილს უთხარი: „ჩემო ბიჭო, მე დღეს არ ვიქნები და დედას გაბარებ, მოუარე. მერე დაგირეკავ კიდევ და გავიგებ, რამე ხომ არ უჭირს მას.“
შვილს ჩააბარებ დედას. აი, ეს არის მამა!“