12 ოქტომბერი, 2022

ყველაზე ორიგინალური “მამაო ჩვენო”

პოეტმა გენრი დოლიძემ “ფამილარული ლოცვა” შემოგვთავაზა, რომელიც ლიტერატურული კონკურსის “ქუჯი-2022” პრიზიორი ლექსია:

“ფამილარული ლოცვა

მამაო ჩემო, „რომელი ხარ ცათა შინა“ და
მაინც მიწაზე გიგებენ სახლებს.
კარი გამიღე, ბათუმიდან მოველ, პირადად
შენთან მაქვს საქმე.
მიცანი? – ადრე გაწუხებდი ათას წვრილმანზე –
როცა ტაძარში მეცვა სტიქარი,
დღეს სხვა ამბავზე გეახელი, დილის წირვაზე,
ნა(პოეტარ)პოლიტიკარი.
დღეს სხვა სიკვდილმა მომიყვანა დილა სისხამზე,
თითქოს ჯინივით დამწყვდეული ცოდვის დოქში ვარ…
ღრმად ვსუნთქავ გულზე დაცემული ცრემლის ოხშივარს,
მე ახლა მკვდარი პოეტი ვარ, გვამი სისხლსავსე.
განა ცხვირიდან მწარე სისხლის დენა მერთულა,
განა ჩემს ბედზე განწირული ღაღადი მშველის
მოვედი შენთან ნაწამები პერმანენტულად,
შენი უძღები, განვადებით ჯვარცმული შვილი…
შეძლებ, როგორმე ამარიდო სასჯელს საზარელს –
სანამ ერთ ნერვზე დაკიდული სული გამიძლებს?
ან აღმადგინე სიკვდილისგან როგორც ლაზარე,
ან ეს სიცოცხლე დაასრულე, ჩემ თავს გაფიცებ.”