ყველასგან მიტოვებული ლევან თედიაშვილი

სპორტსმენი და მსახიობი ლევან თედიაშვილი  ყველასგან მიტოვებულია.

თამრიკო მოლაშვილი:

“მართლა ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!
ლოგინზე მწოლეარე ადამიანი იცანით ვინ არის?!
სახელმწიფოსგან მიგდებული, ყველასგან მიტოვებული ლევან თედიაშვილი…
დიახ!
ლევან თედიაშვილია…
დაუცველი,
უსუსური,
გაუბედურებული,
ოდესღაც ადამიანი-ლეგენდა.
მასთან ნაცნობობით, თუ მეგობრობით ყველა ვამაყობდით.
აი, სადამდე დაგვიყვანეს!
არა!
ეს უკვე არავითარ ჩარჩოში ჯდება!
“ალიონში” მუშაობისას ლევანზე სიუჟეტი გავაკეთე.
იცით რა მითხრა თავის შვილზე, რომელიც აფხაზეთში დაიღუპა?
– უფალმა მომცა,
უფალმა წაიყვანა,
მადლობა უფალს!
ამ სიტყვების შეგრძნება და თქმა მხოლოდ ლევან თედიაშვილს შეეძლო.
ნოდარ კირკიტაძემ იპოვა. დღეს ის პატრონობს.
კახა კალაძე – დარწმუნებული ვარ, ამ პოსტს უყურადღებოდ არ დატოვებ.
ლევან თედიაშვილი, სხვათაშორის, თბილისის საპატიო მოქალაქეა…
გამოფხიზლდით!
საით მიგყავთ ქვეყანა?”