3 ოქტომბერი, 2022

ქართლოს კასრაძის მხიარული ისტორია

მსახიობ ქართლოს კასრაძეს არაერთი მხიარული ისტორია გადახდა თავს.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ, რომელიც იმდროინდელ მილიციასთან არის დაკავშირებული:

საბჭოთა დროში მეტისმეტად გადამთვრალ პიროვნებებს აკავებდნენ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით. ზოგი მილიციელი უფროსისათვის თავი რომ მოეწონებინა, აჭარბებდა კიდეც თავის უფლებამოსილებას და ოდნავ ნასვამსაც კი განყოფილებაში მოაბრძანებდა.

ამ მხრივ რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანო ზანდუკელაშვილი. ვანო თუ მორიგე იყო, ყოველთვის რაღაც კურიოზი ხდებოდა.

სამსახურში მისულს უფროსმა ჰკითხა:
– წუხელ წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა?
– აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, – თქვა და მაგიდაზე “პროტოკოლები” დადო, რომელიც მაშინ დაკითხვის ფორმით დგებოდა.
უფროსმა ვანო გაუშვა და კითხვას შეუდგა. ორი მოქალაქის ოქმი წაიკითხა და მესამეზე გადავედა თუ არა სახტად დარჩა – “პროტოკოლში” ეწერა:
გვარი და სახელი – ვახტანგ გორგასალი.
დაკავების ადგილი – ჭრელი აბანოს მიდამოები.
დაკავების მიზეზი – მთვრალ მდგომარეობაში.
მიდიოდა ხოხობზე სანადიროდ”.

ანუ ვანომ ჭრელ აბანოებთან ხოხობზე მონადირე მთვრალი “ვახტანგ გორგასალი” დააკავა.
უფროსმა ვანო კაბინეტში გამოვიძახა და უთხრა, – ერთი ეგ ვახტანგ გორგასალი შემოიყვანეო.
ცოტა ხანში ვანომ ახალგამოღვიძებული ვახტანგ გორგასალი მომიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩდა.