ნოდარ დუმბაძეს სიყვარული და მხოლოდ სიყვარული ასაზრდოებდა, ამიტომაცაა მისი ნაწარმოებები უსაზღვრო სიყვარულით გაჟღენთილი.
სწორედ ამ სიყვარულმა დააწერინა უმნიშვნელოვანესი წერილი ქართველებზე:
“ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ….
ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით…”