20 ოქტომბერი, 2022

მარგარეტ ტეტჩერი, მარკო პოლო, შტეფან ცვაიგი საქართველოზე

ჩვენი ქვეყნით – საქართველოთი – მსოფლიოში ცნობილი არაერთი მწერალი, პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, მეცნიერი, მოაზროვნე თუ საზოგადო მოღვაწე მოიხიბლა.

არტურ ლაისტი, გერმანელი მწერალი:
“ღმერთს დაუბერტყავს უხვი კალთა ამ ქვეყანაში!”

იმანუელ კანტი, გერმანელი ფილოსოფოსი:
“საქართველო მზეთუნახავთა ორენჟერეა გახლავთ.”

მარგარეტ ტეტჩერი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი:
“რატომ ჩამოვედი საქართველოში? – მინდოდა მენახა ის ხალხი, ვისაც ისტორიის განმავლობაში არასდროს ჰქონია სხვისი სიძულვილი.”

სტრაბონი, ბერძენი ისტორიკოსი, გეოგრაფი:
“არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არც ითვლება რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.”

ალექსანდრე დიუმა, ფრანგი მწერალი:
“ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ.

იოჰან იოაკიმ ვინკელმანი, გერმანელი ისტორიკოსი, არქეოლოგი:
“ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.”

მარკო პოლო, იტალიელი მოგზაური:
“ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან, მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე.”

ქრისტოფ რომელი, გერმანელი ისტორიკოსი:
“ქართველი ხალხი, მთლიანობაში აღებული, მშვენიერია, კარგი გარეგნობისა, მკვირცხლი, გონებამახვილი… კავკასიის ისთმოსი მეორე საბერძნეთად იქცევა.”

ოლივერ უორდროპი, ქრიტანელი მთარგმნელი:
“საქართველოს მთავარი მომხიბვლელობა მისი ხალხია, რადგან ქართველების გვერდით ცხოვრება საუკეთესო წამალია მარტოობის, მოწყენილობისა და იმედგაცრუების განსაკურნებლად.”

ჰანს შერფიგი, დანიელი მწერალი:
“საქართველო-ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთი, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა.”

ლევ ტოლსტოი, რუსი მწერალი:
“ჩემი განზრახვა, ჩამოვსულიყავი საქართველოში, იყო ზეგარდმო მადლი და მხურვალედ ვწირავ მადლობას უფალს; ვგრძნობ, საქართველოში უკეთესი გავხდი.”

ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკი, გერმანელი მწერალი:
“საინტერესო ხელოვანთა სამშობლოა საქართველო. გარდასული ეპოქების მოსაგონებელი უთვალავი ნივთი მაქვს, XVIII საუკუნის ნახელავი, იმ დროისა, როცა საქართველოს სახელოვანი დროშის დიდება ისე ბრწყინავდა, რომ მამაც ერეკლეს ფრიდრიხ დიდი თავის ჯგუფთ სარდლად და მბრძანებლად თვლიდა.”

კარლ ჰაინრიხ ემილ კოხი, გერმანელი მოგზაური:
“საქართველო ძველთაგანვე ცნობილი კლასიკური მიწა წყალია… ჯერ კიდევ სამი ათასზე მეტი წლის წინათ იყო მაღალი კულტურის ქვეყანა, შემდეგ მტერთა სათარეშოდ ქცეული, არაერთხელ გაპარტახებული და კვლავ გამოცოცხლებული, აყვავებული.”

კნუტ ჰამსუნი, ნორვეგიელი მწერალი:
“ეს აღთქმული ქვეყანაა… აქ დაირწა კაცობრიობის აკვანი.”

შტეფან ცვაიგი, ავსტრიელი მწერალი:
“ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი შეხვედრია თავის ლაშქრობებში და თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული თუ სპარსული ზეგავლენის ქვეშ… ეს ქვეყანა დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს გარემოშია ჩაკარგული. მას სახელი გაუთქვამს თავისი ძლიერებით თუ ლეგენდებით და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისათვის.”

გუნთერ ბროკი, გერმანელი ჟურნალისტი:
“თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს, მე ვიტყოდი, რომ ეს ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, სიბრძნის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ერთიმეორეზე უკეთესი წალკოტია.”

იოჰან იოაკიმ ვინკელმანი, გერმანელი ისტორიკოსი:
“ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს, უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებათა შორის. მშვენიერ ადამიანთა – ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.”

რობერტ კერ-პორტერი, ინგლისელი მხატვარი:
“მიწიერი სამოთხის – საქართველოს ლაღ მკვიდრთა შუბლზე წარსული ძნელბედობის კაეშნის ღრუბლად წვება, მაგრამ სახე ებადრებათ დიდების დღეთა გახსენებაზე, რაც ყოველ ნაბიჯზე იცნობა. ქართველი უფრო მხიარულად გამოიყურება, ვიდრე მისი რომელიმე კავკასიელი თანამოძმე… მაგრამ რა დაღვრემილი გამოხედვაც არ უნდა ჰქონდეს, ქართველი კაცი მაინც მშვენიერია გარეგნულად და მის გამოხედვას სავსებით ეხამება მისი ჩაცმულობა.”