გიორგი გილიგაშვილის საოცარი სიტყვები

მსახიობი და მომღერალი გიორგი გილიგაშვილი გამოჩენის პირველივე დღიდან თავისი გულწრფელობითა და უბრალოებით შეიყვარა ათასობით ადამიანმა. მისი ფრაზა “ჩემმა მზემ” კი გიორგის სავიზიტო ბარათი გახდა.

გიორგი შემოქმედი ადამიანია და საოცარ ლექსებს წერს. “არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“არასდროს მითამაშია
საქმე არ ვიცი რაშია,
უფალი თუკი ცაშია
რა ყრია ქვეყანაშია?!
მითხრეს, სიკვდილი გზაშია,
მიმაფრენს ჩემი რაშია,
თავშესაფარი მთაშია,
ცა მიწის გასაყარშია.
ხორცი გავიღე, არ მშია,
ცხონება დათმენაშია.
გლოვის ცრემლები თვალშია,
მაყვალი ეკალნარშია,
ხალხის საკრავი ტაშია
არასდროს მითამაშია.
საქმე ვერ ვხვდები რაშია,
უფალი თუკი ცაშია,
რა ყრია ქვეყანაშია?!”