“ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების” – გვასწავლიდა გენიალური დავით გურამიშვილი.
ფილოლოგი გია მურღულია ცოდნასთან დაკავშირებით ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს:
რატომღაც ეს ფრაზა გამახსენდა:
“ჭკვიანი ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ შეიძლება რაღაც არ ესმოდეს”.
არ არის აუცილებელი – ყველაფერი ვიცოდეთ.
არ არის აუცილებელი – ყველაფერი ვიცოდეთ ყველაფერზე.
არ არის აუცილებელი – ყოველთვის ყველაფერი ვიცოდეთ ყველაფერზე.
არ არის აუცილებელი – ყოველთვის და ყველგან ვიცოდეთ ყველაფერი ყველაფერზე.
რაღაცის არცოდნა ნამდვილი ცოდნის ღირსებაა და არა ადამიანის დამამცირებელი ფაქტი.
აბსოლუტურ ცოდნას ორნი ფლობენ:
ღმერთი და აბსოლუტური კრეტინი.
ამ უტყუარი ჭეშმარიტების გაცნობიერება, მინიმუმ, ათჯერ შეამცირებდა სიტყვათა ყოველდღიურ რაოდენობას სოციალურ ქსელებში.
მათ შორის – ამ პოსტშიც.”