დოდო აბაშიძის გენიალური პასუხი

მსახიობი დოდო აბაშიძე ათასობით მაყურებელს მისი გულწრფელობისა და განსაკუთრებული ნიჭიერების გამო უყვარდა, თუმცა მის პიროვნებაში იყო კიდევ ერთი – ძალიან მნიშვნელოვანი თვისება – გულახდილობა.

ერთხელ რეჟისორ გუგული მგელაძეს მისთვის უკითხავს:

“დოდო, შენ თუ გაულახიხარ ვინმესო.”

“კიო,” – გულწრფელად უპასუხია მსახიობს, – “ერთმა პატარა კაცმა გამლახაო.”

“კი, მაგრამ, რატომო,” – დაინტერესებულა გუგული.

“მართალი იყო და იმიტომო,” – უპასუხია მსახიობს.

აი, ამ ერთ გულწრფელ პასუხში გამოჩნდა ამ დიდებული მსახიობის ნამდვილი ვაჟკაცობა და სიალალე.