არაჩვეულებრივი მიძღვნა მარიტა მეფარიშვილს

ვაკის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს პეტრე კოლხმა ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“მარიტას მონოლოგი

ვთამაშობდი შადრევანთან ერთად,
და აღმოჩნდა ეს თამაში ბოლო.
წყლის ციალი, სილამაზე ფერთა,
მე ზეცისკენ მიზიდავდა მხოლოდ…

და მე შევრჩი, ცაზე ღრუბლის ფთილას,
შადრევანმა ამიტაცა მაღლა.
და თქვენ მაინც ითამაშეთ ფრთხილად,
მე თამაში დავასრულე ახლა!..”