პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს უძვირფასესი ჯილდო გადაეცემა.
4 სექტემბერს, იტალიის კუნძულ კაპრიზე, ნინო ანანიაშვილს ყოველწლიური საერთაშორისო პრემია Premio Capri Danza International გადაეცემა. დაჯილდოების ცერემონია Certosa San Giacomo-ში გაიმართება.
სხვადასხვა წლებში ეს ჯილდო მიღებული აქვთ ბალეტის სამყაროში ცნობილ სახელებს: კარლა ფრაჩის, ვიქტორ ულატეს, ლუჩიანა სავინიანოს, ვლადიმირ ვასილიევს…
დაჯილდოების შემდეგ გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა და ოსკარ ფრეიმი.