23 სექტემბერი, 2022

უძვირფასესი ჩანაწერი ოთარ ჭილაძისგან

მკითხველთა უმრავლესობა ერთხმად თანხმდება, რომ ოთარ ჭილაძე ქართული კულტურის საგანძურია.

“არტ ინფო” მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერს გიზიარებთ:

“ფიზიოლოგიის ტყვეობაში მოქცეული ადამიანური პიროვნება ვერასოდეს იპოვის ბედნიერებას. ისე წავა ამ ქვეყნიდან, ვითომ არც უცხოვრია. რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, ასეთ სიცოცხლეს…

ბედნიერი მხოლოდ ის არის, ვინც სიცოცხლის არსს ჩასწვდება, საკუთარი ცხოვრების აზრს იპოვის… ასეთი ადამიანის შინაგანი სამყარო მთელი გარემომცველი სამყაროს მადლს იტევს, სიცოცხლის სილამაზეს იტევს, სხვებსაც მადლით ავსებს…

გონიერია ასეთი ადამიანი… იგი ცხოვრებას არ ზომავს დღეების ხანგრძლივობით.  თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს… ყველას გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით… ცა მიწიდან იწყება…”