8 სექტემბერი, 2022

პეტრე კოლხის უძვირფასესი სიტყვები

პეტრე კოლხს ათასობით ერთგული მკითხველი მისი საოცარი პოეზიის გამო ჰყავს, თუმცა არანაკლებ კარგია მისი ჩანაწერები, რომლებიც ცხოვრებაში ნამდვილად გამოგვადგება.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“არასდროს იფიქრო იმაზე, ვინ რას იტყვის და როგორ მიიღებს შენს სათქმელს.

მასების აზროვნებამ, რომელიც უმეტესად მახინჯია, არაერთი გულწრფელი და ნათელი მომავალი გაანადგურა.

აუცილებლად უნდა გაბედო და თქვა ის, რაც დაგუბებული გაქვს, თორემ შეიძლება ბოლო მოგიღოს…

აუცილებლად იცხოვრე შენი ცხოვრებით და არავის გამო არ ჭამო ხაჭაპური, როცა გსურს ყავა მიირთვა, არავის გამო უყურო ფილმს, როცა გინდა, რომ სადღაც მთის წვერზე იყო მიგდებული და გაჰყურებდე მზის ჩასვლას, არავის გამო წაიკითხო წიგნი, თუ ის დრო გინდა დაუთმო შენთვის ძვირფას ფიქრებს…

არავის დასანახად ილოცო, იმის დროც თავისით მოვა, მხოლოდ მაშინ ილოცე, როცა ეს გულს, ძალიან დიდი გულით მოუნდება…

არ იცხოვრო ტყუილში, შიშში, სტრესში…

არასდროს დაუჯერო იმ ადამიანებს, რომლებიც ბედნიერებასაც, უბედურებასაც, ყველაფერს იტყუებიან….

ცხოვრების ბოლოს ინანებ, ძალიან ინანებ, როცა სხვისი აზრის გამო, ვიღაცის მიერ ვითომ ლამაზ გზას დაადექი და იმიტომ, რომ ვერ გაბედე, საკუთარ ბილიკზე თქვი უარი!..”