თბილისის კოლორიტის ნიაზ დიასამიძის სახელი იუმორთან, ენამოსწრებულობასთან, გამჭრიახობასთან, მხიარულებასთან და კარგ დროსტარებასთან არის დაკავშირებული.
“არტ ინფო” მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მხიარულ ისტორიას გიზიარებთ:
“ნიაზი ბათუმში ჩავიდა, პირველივე დღეს საქეიფოდ წავიდა და დახარჯა მთელი ფული… გაიღვიძა მეორე დღეს საშინელ პახმელიაზე, ჯიბეში კაპიკი ფული არ აქვს. ნაცნობიც ვერავინ ნახა, ფული რომ გამოერთმია. გავიდა ქუჩაში, დაინახა ვიღაც ბავშვი თამაშობს და ეუბნება:
– ბიძია შოკოლადი გინდა?
– კი, მინდა!
– წამომყევი.
შევიდნენ სასაუზმეში. მებუფეტეს უთხრა:
– მე 100 გრამი არაყი მომიტანე და ამ ბავშვს 1 პლიტკა.
მოუტანეს, დალია ნიაზმა არაყი და ბავშვმაც ბოლო მოუღო შოკოლადს.
მიუბრუნდა ბავშვს:
– ბიძია, კიდე შეჭამ შოკოლადს?
– კი.
ისევ იგივე შეუკვეთა. დალია, გამოვიდა პახმელიიდან და მებუფეტეს ეუბნება:
– მე 2 წუთით უნდა გავიდე, შენ მანამდე ბავშვს მიხედე…
მებუფეტეც დაეთანხმა.
წამოვიდა ნიაზი თბილისში.
ბავშვს ეკითხება მებუფეტე: – მამაშენი სადაა?
ბავშვმა უპასუხა: – სახლში რა იყო?
– ფული არ უნდა გადამიხადოს?
– რატო უნდა გადაგიხადოს ამ ბიძიამ არ გადაიხადა? – და დარჩა ასე გაღიმებული მებუფეტე…”
როგორც ამბობენ, ნიაზმა ფული მებუფეტეს მოგვიანებით გაუგზავნა.