21 სექტემბერი, 2022

ნანა ცინცაძე: “ვისი რა მშურს?!”

სვამს კითხვას პოეტი ნანა ცინცაძე და ძალიან ლამაზად და ორიგინალურად სცემს პასუხს:

“ვისი რა მშურს?! არავისი არაფერი
ღმერთმა მისცეს ყველას მისი წილი.
მე კი თავად ლექსის ერთი სტრიქონისთვის
კიდევ ბერჯერ გამიტყდება ძილი.
კიდევ ბერჯერ გამაღვიძებს წვიმის თქეში
გაზაფხულზე სისხლისფერი ყაყაჩო
თუკი ვეღარ ავტირდები ფუფალასთვის
საკუთარ თავს ამ ხელებით დავახრჩობ.
თუ გაქრება შენი ხილვის მოლოდინი
და უშენოდ შევიძელი ცხოვრება,
გეფიცები, ისე წავალ ამ ქვეყნიდან
არავისგან არ მექნება ცხონება.
ვისი რა მშურს?! არავისი არაფერი
ღმერთმა მოგცეთ ყველას თქვენი წილი.
მე კი თავად შენი ერთი კოცნისათვის
კიდევ ბევრჯერ გამიტყდება ძილი.”