22 სექტემბერი, 2022

მერაბ კოსტავას შესანიშნავი წერილი

ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წერილი თითოეული ჩვენაგნისთვის ყოველდღიურად საკითხავია:

“შენ თუნდაც უარყო გონებით ადამიანის სულის უკვდავება, მაგრამ თუ მოყვასისადმი თავის გაწირვა ძალგიძს, თუკი სიმხდალის ან სამარცხვინო საქციელის გამოვლინებას სიკვდილი გირჩევნია, უფრო ახლოს დგახარ სულის მარადიულობის, უკვდავების გაგებასთან, ვიდრე ის, ვინც ამ იდეას გონებით აღიარებს, მაგრამ არ ძალუძს ზემოთქმულის განხორციელება.“