18 სექტემბერი, 2022

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო  ღონისძიებები თბილისის რაიონებში გრძელდება

“ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ პროექტი  „ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც თბილისის ყველა რაიონში, ღია სივრცეებში ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ ღონისძიებების გამართვას მოიცავს, ამჯერად გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში, ღია სივრცეებში იქნება წარმოდგენილი.

18 სექტემბერს, 16 საათზე გლდანის მე-6 კვარტლის მთავარი პარკის ამფითეატრში შედგება დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელისმომწერის, ისტორიკოს ბეჟან ჯავახიას საჯარო ლექცია ილიას შესახებ, შემდეგ კი პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი წაიკითხავს „საქართველოს უგვირგვინო მეფისადმი“ მიძღვნილ მის ლექსებს.

ხოლო, 19 სექტემბერს, 18 საათზე ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში (ყოფილი კიკვიძის ბაღი) ილიას არსისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს პოეტი რატი ამაღლობელი, მსახიობი თეკა კოხრეიძე კი წარმოადგენს ლიტერატურულ ინტერმედიას ილიას მკვლელობის თემაზე (ოთარ ჭილაძის პროზისა და პოეზიის მიხედვით).

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის მხარდამჭერია ქალაქი თბილისის მერია.