14 სექტემბერი, 2022

ილია ჭავჭავაძის 185 წლისთავისადმი მიძღვნილი მესამე ღონისძიება

პროექტი „ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“ 12 სექტემბერს სიმბოლურად ილიას მკვლელობის დღეს დაიწყო და 10 დღის მანძილზე გაგრძელდება.

ხვალ, მესამე ღონისძიებაა დაგეგმილი შემეცნებით-ლიტერატურული სერიის ფარგლებში. 15 სექტემბერს, 19 საათზე, ვარკეთილის ხევის სკვერში (ვარკეთილის ზემო პლატო, მე-2 მკრ. რაიონი, 1 კორპუსთან, 145-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ) გამართება საჯარო ლექცია „ილია და საზოგადოება“, რომლის მომხსენებლი იქნება ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია. ღონისძიების დასრულებისას კი მსახიობი ნინო მუმლაძე წარმოადგენს ლიტერატურულ ნაწილს ოთარ ჭილაძის „რკინის თეატრიდან“ ილიას მკვლელობის ეპიზოდს.

ღონისძიებების მხარდამჭერია ქალაქი თბილისის მერია, დასწრება კი, რა თქმა უნდა, თავისუფალია.