20 სექტემბერი, 2022

ბესიკ ხარანაული საქართველოზე

პოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული საყვარელ სამშობლოზე – საქართველოზე წერს:

“გუბეებში მოგროვილი წყალივითაა დღეს საქართველო.
*
ჰეი, საქართველო,
არ გახდები შენ ბოლო სიტყვა ქართულ წარმოთქმაში,
როგორც ხდებოდი ჟამთა აღრევაში,
დატყვევნაში, გადაფანტვაში.
მრავალჯერ ხარ დროებს გაცდენილი,
მრავალჯერ ხარ გამთლიანებული,
და, ჩამდგარი ვეფხვივით რუკაში,
ლექსთწყობაში,
ორივე ზღვაში…
*
ჰეი, საქართველო
კარგი იქნებოდა, ერთ დილასაც ხმამ რომ გაგაღვიძოს:
– აღსდექ, ლაზარე!
წამოვდგებოდით თვალების ფშვნეტით
ხუთი მილიონი.”