16 სექტემბერი, 2022

აბსოლუტური ჭეშმარიტება მიხეილ ჯავახიშვილისგან

მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა აბსოლუტური ჭეშმარიტება დაგვანახა პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერში:

“ბოლშევიზმი უმწიკვლო და უზადო სარკეა რუსის ხალხის. იგი მისი შვილიც არის, დედაც, შობილიც, მშობელიც. ორივ ერთია, განუყრელია.

ვინც ეს ჭეშმარიტება გაიგო, მან ყოველივე გაიგო. დროა გათავდეს უყალბესი ზღაპარი, ვითომ ხალხი სხვა იყოს, ბოლშევიზმი კი – რაღაც განყენებული, ციდან ჩამოვარდნილი რისხვა. ვინც ასე მსჯელობს, თავს ვერ დააღწევს სქოლასტიკურ პოლიტიკას ან პოლიტიკურ სქოლასტიკას…”