პოეტმა და მთარგმნელმა ვახუშტი კოოეტიშვილმა ჯერ კიდევ 1975 წელს დაწერა ლექსი “ოსანა”, რომელიც საოცრად აქტუალურია:
ოსანა!
დღეს ყველა ჩლიქოსანმა
ცაში შეიფრთოსანა,
ოსანა!
და ყველა სარეველამ
წაიზამბახ-სოსანა,
ოსანა!
მოზმუილე რქოსანმა
იგალობ-იმგოსანა,
ოსანა!
მარგალიტად საღდება
ჯანდაბა და დოზანა,
ოსანა!
ერის ავლა-დიდება
ბაზრის დახლზე იდება,
ორ გროშად იყიდება,
დიდება!”