16 აგვისტო, 2022

უზუსტესი შეფასება მუხრან მაჭავარიანისგან

მუხრან მაჭავარიანის პოეზიას მკითხველი მხოლოდ ერთი სიტყვით აფასებს – გენიალური:
ამ ჩემმა ზათქი რომ არ ჰყოს გულმა

 

“ზიზღის ანთია ჭიაკოკონა, –
გამჭვარტლულია მისგან ცარგვალი!
საქართველოა ახლა როგორიც!
– მე საქართველო
არ მსურს
ამგვარი!
გადაპოხილა ტვინით ქოჩორი!
ცაში ავარდა ნაღმით ჯარგვალი!
საქართველოა ახლა როგორიც! –
მე საქართველო
არ მსურს
ამგვარი!
ამ ჩემმა, ზათქი რომ არ ჰყოს, გულმა
(ცეცხლში ვითარცა ქვა სკდება ფილთა), –
დროზე და მალე ვიხილო უნდა, –
მე საქართველო,
როგორიც მინდა!
ვინც ილხენს ახლა, –
უფრო ცოდოა, –
ვიდრე ის ბევრი, –
ახლა ვინც ტირის…
ამგვარში, –
დღეს რომ საქართველოა, –
არც სიცოცხლე ღირს
და არც სიკვდილი!”