პოეტ ტარიელ ხარხელაურის ახალი ლექსების ციკლიდან “არტ ინფო” გთავაზობთ, ერთ-ერთ მათგანს, რომელიც უფლის მიმართ ყველაზე გულწრფელი სავედრებელია:
“ო, უფალო!
სხვას ვერაფერს ვერ გთხოვ,
დრო მამძიმებს სანთელივით მდუმარს,
ყველაფერი დამითმია, ღმერთო!
მიტევების ნუ წამართმევ უნარს…
ან როგორ გთხოვ, შენს ტაძარში ვენთო,
წუთისოფელს არ ვულევდი მდურვას,
ყველაფერი დამითმია, ღმერთო!
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ნუ წამართმევ უნარს…”