ვაჟა ფშაველას მთელი შემოქმედება შეუფასებელი საგანძურია.
“არტ ინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ ლექსს:
“მე რომ ტირილი მეწადოს
თქვენ ვის რად გინდათ, ნეტარა?
ერთი იცინის, სხვა ტირის,
ასეთი არის ქვეყანა.
ვისაც არ მოგწონთ ტირილი,
ის ნუ დასჯდებით ჩემთანა:
მტირალა სტვირის პატრონი,
ფეხს როგორ გავწვდი თქვენთანა.
მაგრამ გაიგებთ ერთხელცა
ვინ ახლოს ვდგავართ ღმერთთანა.”