10 აგვისტო, 2022

საუკეთესო სიტყვები ტარიელ ჭანტურიასგან

პოეტ ტარიელ ჭანტურიას სამყარო იმდენად შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია, რომ მის ლექსებში საუკეთესოს გამორჩევა ჭირს.

“არტ ინფო” ერთ-ერთ საუკეთესოს გთავაზობთ:

“შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის – თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.

ჩემი არ მეყოფა – სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე – სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.

მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას, ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.

შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენი შემოხედვა – კმაყოფილი მინდა.
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.”