27 აგვისტო, 2022

რობერტ დე ნიროს საოცარი წერილი

მსოფლიო კინოვარსკვლავი რობერტ დე ნირო პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს წერილს გვიზიარებს:

“50-წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთ საღამოს ჩემს ცოლს ვუთხარი:  ძალიან კარგად მახსოვს, ადრე მქონდა პატარა ოთახი დანჯღრეული დივანითა და შავ-თეთრი ტელევიზორით და მყავდა ძველი მანქანა. სამაგიეროდ, 19 წლის ულამაზეს გოგონასთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი.

ახლა? ახლა მაქვს დიდი სახლი, ფუმფულა დივანი, ფერადი ტელევიზორი და მაგარი მანქანა, სამაგიეროდ, გვერდით მყავს 69 წლის ქალი. უკვე ეჭვი მეპარება ჩემს ქორწინებაში.

ჩემი მეუღლე ძალიან გონიერი ქალია, ამიტომ ყურადღებით მომისმინა და შემომთავაზა მომეძებნა 19 წლის გოგონა, რომელიც იზრუნებდა, რომ მქონოდა პატარა ოთახი, დანჯღრეული დივანი შავ-თეთრი ტელევიზორი და ძველი მანქანა.

მის ნათქვამზე დავფიქრდი მივხვდი, რომ ძალიან ჭკვიანები არიან ქალები, იციან, როგორ მოუგვარონ ქმრებს პრობლემები!”