ყურადღებით მოუსმინეთ ნანა ჩაჩუას

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საუკეთესო წერილს გვთავაზობს და კიდევ ერთხელ გვთხოვს, კარგად დავფიქრდეთ:

“ყველაფრის ფალსიფიცირებასთან ერთად მოხდა სიტყვების ფალსიფიცირება. ეს არის დიდი ტრაგედია. ეს არის კულტურაზე პირდაპირი ეპოქალური შეტევა. ჩვენ ამ ველში ვიმყოფებით, სადაც სიტყვები აღმოჩნდნენ ცარიელი აღმნიშვნელები. რას ნიშნავს ეს? ეს სიტყვა ის არ არის. ეს არის ბგერათა კომპლექსი. ეს პატრიოტიზმი არ არის.

რა მოხდა? ყველაფერი იყიდება. დიახ, იყიდება. კაცობრიობას გამოცდა ფულმა მოუწყო და კაცობრიობამ ეს გამოცდა ვერ ჩააბარა. თუ საშემოდგომო გამოცდასავით გადააბარებს, ვნახოთ, თორემ ნამდვილად ჩაიჭრა.

ნუ ვილაპარაკებთ პატრიოტიზმზე, ის ფალცისიფირებულ ბგერათა კომპლექსია, სიტყვაც აღარაა.”