ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა

26 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფესტივალის “ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა.

სცენაზე მსმენელის წინაშე წარმოშობით ამერიკელმა და ავსტრიაში მოღვაწე ინოვატორმა პიანისტმა და სახელგანთქმულმა გერმანელმა კლარნეტისტმა საბინე გროფმაიერმა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან  „საქართველოს ვირტუოზები“ ერთად დაუვიწყარი საფესტივალო საღამო აჩუქა მსმენელს.

ბათუმი-თბილისის რიგით 14-ე ფესტივალის ბათუმური კონცერტების ბოლო დღეს შესრულდა: მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი #12 ლა მაჟორი, როსინის Una Voce Poco Fa (კავატინა ოპერიდან „სევილიელი დალაქი“), მიშელ მანგანის Pagina d’Album, შოსტაკოვიჩის ვალსი საორკესტრო სუიტიდან, გერშვინის 3 პრელუდია და Rhapsody in Blue (ცისფერი რაფსოდია) კლარნეტის, ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის.

ქეითი მაჰანი:

“მე ვარ პიანისტი ქეითი მაჰანი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიწვიეს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალზე „ღამის სერენადები“. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ , ამ ულამაზეს ქალაქში, სადაც შევხვდი უამრავ არაჩვეულებრივ ადამიანს და აღმოვაჩინე განსაკუთრებული ადგილი საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმის სახით. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და საოცარ მსმენელს, რომელთაც ჩემი ბათუმში ყოფნა დაუვიწყარ მოგონებად აქციეს.”

საბინე გროფმაიერი:

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები ბათუმში, ულამაზეს ქალაქში საერთაშორისო ფესტივალზე „ღამის სერენადები“. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი. აღფრთოვანებული ვარ თქვენი მსმენელით, რომელმაც ძალიან თბილად მიმიღო. დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ბათუმმა, ამ ულამაზესმა, საოცარი აკუსტიკის მქონე თეატრმა და, რაღა თქმა უნდა, მსმენელმა.

ერთი სული მაქვს როდის გავალ ზღვის სანაპიროზე. ერთი დღე მაქვს თავისუფალი იმისთვის, რომ დავათვალიერო ბათუმი და ტურისტის თვალით შევაფასო.

დიდი მადლობა ჩემი მეორედ მოწვევისთვის ამ არაჩვეულებრივ ფესტივალზე. ძალიან მსიამოვნებს თქვენი აუდიტორიისთვის დაკვრა და ამ ფანტასტიურ საფესტივალო ორკესტრთან ერთად მუზიცირება.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და შეხვედრამდე.”

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

“ბედნიერი ვარ ბათუმელი მსმენელის ასეთი გულთბილი მიღების გამო. ჩავატარეთ ორი საფესტივალო კონცერტი ქალაქ ბათუმში. მსმენელები სოლისტებს ფეხზე წამოუდგნენ, „ბრავოსა“ და „ბრავის“ ძახილით დაემშვიდობნენ მათ.

სრულიად განხორციელდა ჩანაფიქრი ატმოსფერული კონცერტებისა, მდიდარი პროგრამით წარვსდექით მსმენელის წინაშე. შესრულდა კლასიკური მუსიკის შედევრები – ბახი, მოცარტი, როსინი, ბრამსი და აგრეთვე ჯორჯ გერშვინის, ლეონარდ ბერნშტაინის, ენიო მანგანის მუსიკალური რომანტიზმით აღსავსე ნაწარმოებები. მსმენელის მოთხოვნით მრავალი საბისო კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე მინიატურები შეასრულეს სოლისტებმა.

დიდი მადლობა მინდა გახავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს – ქალაქ ბათუმის მერიას,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, საფრანგეთის საელჩოს, იტალიის საელჩოს, საფრანგეთის საელჩოსთან არსებულ ფრანგულ ინსტიტუტს.”

27 სექტემბერს 17:00 საათზე ბათუმში, მწერალთა სახლში ლიანა ისაკაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

ბათუმიდან ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში 17 , 18 სექტემბერს საკონცერტო საღამოები  იტალია-საქართველოს და საფრანგეთი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან:  ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი.

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კოპანია „არდი“.

ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“,  კომპანია “სარაჯიშვილი“, „ხომლის მარანი“, მეღვინეობა “თიესვი“, ,ფარმაცევტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი,  ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი  საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“,“ევორდი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“,  გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი