მომღერალი ნუცა შანშიაშვილი ძალიან კარგი წერილით მიმართავს ქალბატონებს:
“წადი და ნუ დარჩები შენზე სუსტ მამაკაცთან, ის შენ დაგადანაშაულებს თავისი თავის სისუსტესა და წარუმატებლობაში! საბოლოოდ შენ გახდები მიზეზი, მისი აზრით, ყოველივე უბედურების!
ეძებე შენზე ძლიერი კაცი, ოღონდ არა ახვარი! ძლიერი! ის ყოველთვის გაპატიებს, შეგინდობს, მოგეფერება, დარჩება შენი ერთგული და დაგიფარავს ცუდი და ბოროტი ხალხისაგან, თან ისე, რომ ვერც მიხვდები თუ ოდესმე იყავი საფრთხის წინაშე!
ძლიერი მამაკაცი არ იწუწუნებს ქალთან და არასოდეს არ იტირებს თავისი პრობლემების შესახებ, ის ჩუმად მოაგვარებს ყველაფერს, კაცურად!
საერთოდ რა არის კაცი და ქალი?! რა განსხვავებაა მათ შორის?
უამრავი, ხოლო მთავარი კი ორი რამ:
ქალი არის – სითბო და სიყვარული!
კაცი – ძალა და იმედი!”