22 აგვისტო, 2022

ნანა ცინცაძე: “უამრავ კითხვათაგან მაწამებს ერთი”

პოეტ ნანა ცინცაძეს, ისევე როგორც ყველა ადამიანს, უამრავი კითხვა აქვს, თუმცა ერთ-ერთ მათგანზე პასუხი განსაკუთრებულად აინტერესებს:

“უამრავ კითხვათაგან მაწამებს ერთი:
როდესაც კაცს ქმნიდა – ტიროდა ღმერთი?
ამ კითხვას მოჰყვება სხვა კითხვა პატარა:
როდესაც ქალს ქმნიდა – ტიროდა სატანა?
მერე ეს კითხვები ლაგდება ცეცხლთან,
იწყება ცხოვრება – თამაში ვერცხლთან.”