მერაბ კოსტავას დიდებული მიძღვნა დავით აღმაშენებელს

სამშობლოს შეწირულმა ეროვნულმა გმირმა მერაბ კოსტავამ არაჩვეულებრივი ლექსი მიუძღნა დავით აღმაშენებელს:

დიდგორი

“ვით მღვრიე ტალღები, შეიხნი, ხოჯები,
ვამპირულ ცოფით და სატანურ ღოჯებით,
აღიძვრნენ, უძღოდათ მზერათა მზარავი
არაბულ ტაიჭზე მქროლავი არავი.
დუშმანს გაეგება დავით თოროსანი,
მესიის ელვა და ედემის სოსანი
და ბოცომკალივით მომდგარი საჰარა
მკლავზე დაიგრიხა, მშვიდვით წახარა.
გველს და ბასილისკოს დაასო ტერფები,
გულდაგულ შემუსრა წარმართთა კერპები,
ბაღდადურ ღრიანკალს დასთხარა ჭანგები,
იდიდოს მადლი და წყალობა განგების.
აქეთ იყალთოთი, იქით გელათითა,
მაცხოვარ მან შენი სახელი ადიდა
აღსავლის კარიდან ასტყორცნა არწივი,
ზეცას დაუბრუნა სერაფიმ – ბარძიმი.”