1 აგვისტო, 2022

მამუკა ონაშვილის ძალიან კარგი ვიდეო

მომღერალ მამუკა ონაშვილის ხანმოკლე ცხოვრება უამრავი ფერადი წუთით იყო აღსავსე. ერთ-ერთ მათგანს იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი ისხენებს:

“ვინც ახლოს იცნობდით ყველაზე კეთილ კაცს, კი იცით რამხელა დღესასწაული იყო მის გვერდით ყოფნა, ძალიან მაგარი იუმორი ჰქონდა, არ არსებობდა მის გვერდით მოწყენა, თავისზე დიდი გული ჰქონდა, ვინც არ იცნობდით ესე ახლოს და მხოლოდ მისი შემოქმედებით იცნობდით ვინ იყო მამუკა ონაშვილი, გიზიარებთ ვიდეოს, სადაც ზუსტად ხუთ წამში ახერხებს ძალიან დიდი აუდიტორიის გამხიარულებას.

ეს ვიდეო ბოლო შეხვედრა ყოფილა ჩემს ფუმფულა მამუკასთან, მშვიდად განისვენე, ჩემო დიდგულა კაცო, სულ ეყვარები შენს ვახანხალას.”