ჯონ სტაინბეკი ქართველებზე

ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქართველებზე დაწერა:

,,საკვირველი ხალხია ეს ქართველები.

საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მათ წახდენას, ყველას მათი გატეხა სურდა, მაგრამ მათ ძლიერ სულისკვეთებას კვალიც ვერ დააჩნიეს.

საქართველოში ყოფნისას ვნახეთ, რომ ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ: ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც…

ისინი იტალიელებივით მხიარულები და ბურგუნდიელებივით ძლიერები იყვნენ. ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ხელს მოჰკიდებდნენ…

მათ სულს ვერაფერი დასცემს, ამ ხალხის თვითმყოფადობას ვერაფერი გაანადგურებს!”