25 აგვისტო, 2022

“ღამის სერენადები” ბათუმში საზეიმოდ გაიხსნება

ბათუმი-თბილისის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“დღეს 20 საათზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიხსნება. კონცერტში მონაწილეობას გერმანელი სახელგანთქმული კლარნეტისტი საბინე გროფმაიერი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ მიიღებენ.

საიუბილეო ფესტივალზე სპეციალური სტუმრის ს სტატუსით ამერიკაში დაბადებული და  ზალცბურგში მოღვაწე ვირტუოზად აღიარებული პიანისტი  – ქეითი მაჰანი წარსდგება მაყურებლის წინაშე.

ფესტივალის ფარგლებში მხატვარ-დიზაინერის ნინო მირიანაშვილის გამოფენა გაიმართება.

საკონცერტო პროგრამაშია:

I განყოფილება

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – კლარნეტის კვინტეტი ლა მაჟორი,  KV 581

II განყოფილება

იოჰან სებასტიან ბახი – „Badinerie“ საორკესტრო სუიტიდან #2, სი მინორი, BWV 1067

იოჰანეს ბრამსი – უნგრული ცეკვა #5

ჯოაკინო როსინი – Una Voce Poco Fa (არია ოპერიდან „სევილიელი დალაქი“ )

ასტორ პიაცოლა – ობლივიონი

მიშელ მანგანი – Pagina d’Album

დიმიტრი შოსტაკოვიჩი – ვალსი #2 საორკესტრო სუიტიდან

ენიო მორიკონე – Nella Fantazia

ლეონარდ ბერნსტაინი – „ამერიკა“ ლეონარდ ბერნსტაინის მიუზიკლიდან „West Side Story”.

ფესტივალი 26 აგვისტოს გაგრძელდება და ბათუმური კონცერტების შემდეგ, ქალაქ თბილისში გადაინაცვლებს. ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში 17 და 18 სექტემბერს გაიმართება საკონცერტო საღამოები, რომლებიც იტალიისა და საქართველოს, საფრანგეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა და 8 წლის განმავლობაში, ბიჭვინთაში დიდი წარმატებით ტარდებოდა.

სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ისევ შავიზღვისპირეთში – ბათუმში აღდგა. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოება, რიც გამოც, 2014 წლიდან, “ღამის სერენადები” პარალელურად თბილისშიც ტარდება, ხოლო 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან:  ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,ქალაქ თბილისის მერია იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი .

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კოპანია „არდი“.

ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“,  კომპანია “სარაჯიშვილი“, „ხომლის მარანი“, მეღვინეობა “თიესვი“, ,ფარმაცევტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი,  ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი  საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“,“ევორდი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“,  გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი