ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე ძალიან ენამოსწრებული ადამიანი იყო.
“არტ ინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ ისტორიას:
“ბიძინა კვერნაძე გერმანიაში მიემგზავრებოდა მივლინებით. მეუღლემ – ნუგეშამ დააბარა, არაფერი გვინდა, ოღონდ კარგი მაგნიტოფონი ჩამოგვიტანეო. ბიძინამ დანაბარები შეასრულა და სათუთად დაზოგილი დღიური ფულით “ტოშიბას” ფირმის მაგნიტოფონი ჩამოუტანა ოჯახს…
ერთ დილით ნუგეშას ქალიშვილმა უთხრა:
– დედა, ხომ იცი, სკოლაში ხარ დაბარებული და ლამაზად ჩაცმული მოდი.
– აბა, როგორ ჩავიცვა ლამაზად, როცა მამაშენმა არაფერი ჩამომიტანა გერმანიიდან? – იკითხა გაკვირვებულმა ნუგეშამ.
– დაიჭირე ხელში ,,ტოშიბა” და წადი! – სწრაფად მიუგო ბიძინა კვერნაძემ.”