7 აგვისტო, 2022

ბედნიერების საუკეთესო განმარტება ნატო გელაშვილისგან

მომღერალი ნატო გელაშვილი არაჩვეულებრივი პოეტია. მისი ლექსები საზოგადოებას მის სიმღერებზე არანაკლებად უყვარს.

“არტ ინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც ბედნიერების საუკეთესო განმარტებად შეიძლება მივიჩნიოთ:

“ბედნიერება ჰქვია სახელად
დილით შემოჭრილ ოქროსფერ სხივებს,
ბედნიერება, თანაც, რამხელა…
ამოდის, გათბობს, გიღიმის, გიმზერს,
ბედნიერება ჰქვია სიკეთეს,
სიყვარულს, სითბოს, სხეულს რომ გივსებს,
ბედნიერება ჰქვია სახელად
დედის თვალებით დანახულ შვილებს,
ბედნიერება ჰქვია ყველაფერს:
ყვავილებს, წვიმას, გაზაფხულს მზისფერს…
ბედნიერება ჰქვია სახელად,
როცა სიკეთის ისახავ მიზნებს,
ბედნიერება ჰქვია სიცოცხლეს,
ყაყაჩოებით მოჭედილ მინდვრებს!
მადლიერებით ავსებულ თვალებს
და სიყვარულში ჩაძირულ ფიქრებს!!!”