22 ივლისი, 2022

ვაჟა ფშაველა დავით გურამიშვილზე

ვაჟა ფშაველამ პოეტ დავით გურამიშვილს უძვირფასესი ლექსი მიუძღვნა:

“შენ ჩემო წინამორბედო,
უძვირფასესო პაპაო!
შენს აჩრდილს ვეამბორები,
ლექსიც რამ დამიჩხაპაო.
ნეტავ, რას მემუდარები,
მე რა გიამბო აბაო,
ნამდვილო მამულიშვილო,
სამშობლოს ეკლის მკაფაო?!
პოეტად ვიხსენიები,
თუმცა ხარი ვარ ლაბაო;
ჩემისთანები ბაგებზე
ასი, ათასი აბაო.
ტან-ფეხ-შიშველი დავდივარ,
ცოლს არ მიცვია კაბაო…
მას აქეთ ჩონგურს ვაჟღერებ,
თანაც ლექსებსა ვჩმახაო.
ჩუმ-ჩუმად კიდეცა ვტირი,
რა დაგიმალო, – მნახაო!
იქნება მადლობელიც ხარ,
იქნება არა მძრახაო?!
მიშველეთ შენ და შოთამა,
მგოსნობა გამიძრახაო.
დაჩოქილი ვარ თქვენს წინა,
ვით ერთი ვინმე გლახაო;
მიშველეთ, მომაკლებინეთ,
ლელო რაც დამისახაო.
მაშინ თქვენს ნათელ სახეებს
მეც პირნათლადა ვნახაო.”