მომღერალი ნუცა შანშიაშვილი არა მარტო განსაკუთრებული მომღერალია, არამედ განსაკუთრებულად მოაზროვნეც:
“ყოველი დღე არის ღმერთის მიერ ნაჩუქარი დრო, მიხვდე, გაანალიზო და გაიგო თუ რატომ ხარ აქ – ამ დედამიწაზე!
ხშირად მეკითხებიან, რა იყო, რატომ ხარ ასე უდარდელი და გახარებულიო?
მეგობრებო, ერთადერთი რაც ჩვენს ხელთ არის, ის თუ შევძლებთ თუ არა ჩვენი პერსონის, თვისებების შეცვლას! შევძლებთ თუ არა, რომ ცხოვრება წარმოვსახოთ ჩვენს შემეცნებაში, როგორც ერთი დიდი დღესასწაული!
როდესაც ვზივარ სავარძელში და ვუყურებ ულამაზეს ზეცას, მწვანედ გაფურჩქნულ ხეებს და ამ დროს, ვიღაცა გვერდით მჯდომი მიწყებს საუბარს: აუუუუ, ნახე იქ სალომემ, მაგალითად, რა ჩაიდინა? ოიოიოი და გიორგიმ უარესი… და საერთოდ ლამარას იცი შენზე რა უთქვამს! ვეუბნები, გთხოვთ ნუ მირღვევთ სილამაზის და ბედნიერების აღქმას, ამ წუთას მე განვიცდი სრული ეგზალტაციის აღქმის ჯადოსნურ წუთს და საერთოდ არ მაინტერესებს არც ვინ რა თქვა ჩემზე და საერთოდ არანაერი ნეგატივი!
მენანება გავაზიარო და დავხარჯო ერთი წამიც კი უაზროდ ამ ცხოვრებაში, რადგან ყველაფერი არის ბედნიერება და სიამოვნება!
ცხოვრება არის სიამოვნება! შეცვალე შენი შეხედულება და შეიცვლება სამყაროც შენს გარშემო!”