19 ივლისი, 2022

ცოტნე ზედგინიძის ტრიუმფი

უნიჭიერესი პიანისტისა და კომპოზიტორის ცოტნე ზედგინიძის დებიუტმა ვერბიეს ფესტივალზე სრული ანშლაგითა და უდიდესი წარმატებით ჩაიარა.

ლელა მამრაძე:

“მსოფლიოს ყველაზე დიდ  – ვერბიეს ფესტივალზე შედგა ცოტნეს დებიუტი – სოლო კონცერტი. პირდაპირ ეთერში კი მთელი კონცერტი გადაიცა კლასიკური მუსიკის ყველაზე დიდ, წამყვან არხზე – medici TV-ზე.

სიტყვებით მიჭირს გადმოვცე ის, რაც კონცერტის განმავლობაში და მერე ხდებოდა. ეს ალბათ ყველაზე დიდი, მომნუსხველი მოვლენა და თამამად ვიტყვი – ფურორი იყო, რასაც კი ოდესმე შევსწრებივარ.

ამბობდნენ, რომ ეს სრულიად განსაკუთრებულო მოვლენაა, რომლის მსგავსი არ მოუსმენიათ და ვერ წარმოედგინათ…

ერთ-ერთმა უდიდესმა ფიგურამ – საიმონ რეთლმა თქვა, რომ ცოტნე არა განცალკევებულად ბრწყინვალე პიანისტი ან კომპოზიტორია, არამედ უბრალოდ თვითონ არის მუსიკა.

ასეთ ფენომენალურ, ისტორიულ კონცერტზე უკეთესს ვერაფერს ინატრებს, წარმოიდგენს და გააკეთებს ადამიანი დედის დაბადების დღისთვის.

ძალიან მერიდება ასეთი სიტყვების წერა, მაგრამ თან უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ და არ შემიძლია არ გაგიზიაროთ!

პ.ს. კონცერტის ჩანაწერის მოსმენა შეგიძლიათ medici.tv-ზე უფასოდ.”