26 ივლისი, 2022

ოთარ ჭილაძის უმნიშვნელოვანესი სიტყვები

ოთარ ჭილაძის შემოქმედების ერთგული მკითხველები თანხმდებიან, რომ მწერლის თითოეული ფრაზა გამორჩეულად ძვირფასია.

“არტ ინფო” გთავაზობთკლასიკოსი შემოქმედის უმნიშვნელოვანეს სიტყვებს:

“ებრაელებს როგორც კი სახელმწიფოს აღდგენის საშუალება მიეცათ, ოცდახუთსაუკუნოვანი განშორების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდნენ სამშობლოს.

ჩვენ კი, როგორც კი გაგვიჩნდა სახელმწიფოს აღდგენის შანსი, სამშობლოს ბედის ანაბარა ვტოვებთ და გავრბივართ… უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობების მოსაპოვებლად, რის გამოც სამშობლოსთან ერთად ვკარგავთ ღირსებასაც – ხოლო უღირსი ადამიანი გინდა შაშხით გამძღარა და გინდა რკოთი, დიდი განსხვავება არ არის, არც მისთვის, არც სხვისთვის…”