3 ივლისი, 2022

ოთარ ჭილაძის უძვირფასესი სიტყვები

ოთარ ჭილაძის უძვირფასესი სიტყვები, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, თითოეული ჩვენთაგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

“ოცნებაში უცებ შეგვიძლია იმის ასრულება, რასაც სინამდვილეში ხანგრძლივი, თავაუღებელი შრომა სჭირდება.

საქართველო რომ საქართველოა, ოცნებაში ისიც კი შეიძლება წარმოიდგინო ამერიკასავით ძლიერ და მდიდარ ქვეყნად.

კი, ბატონო, ვიოცნებოთ. ოცნებას რა სჯობს! მაგრამ ერთი პირობით: აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ეს დ”აწყევლილი” საქართველო, უნდა გვჯეროდეს მისი და სადაც არ უნდა ვიყოთ, შინ თუ გარეთ, მხოლოდ მის საკეთილდღეოდ უნდა ვიღწვოდეთ, უხმაუროდ და უანგაროდ.”